საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური
ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში ჩატარდება.  სამთო-
მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავსტრიის საწვრთნელი
შეკრებიდან ცოტახნის წინ დაბრუნდნენ. ანასტასია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ლებანიძე,
ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე და იასე ოცი დღის განმავლობაში ვეზდენი 
ჰინტერტუქსის ცნობილ მყინვარზე ვარჯიშობდნენ. მათ მომზადებას ალექს ბენიაიძე,
სოსო ჯაფარიძე და ნინი ნინუა ხელმძღვანელობენ.

ალექს ბენიაიძე: „საქართველოს იუნიორთა ნაკრები საგანგებოდ შეიქმნა 2025 წლის
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. გუნდი
საფუძვლიანად ემზადება და მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სათხილამურო
ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ ყველა შეჯიბრში. 
სპორტსმენები
საკვალიფიკაციო ქულებს, 15-16 წწ  ასაკობრივ კატეგორიაში - გიგანტურ სლალომსა და
სლალომში დააგროვებენ.“

საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის -  ფრისტაილის,
სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში -   წარმატებით ჩატარების შემდეგ, ჩვენმა
ქვეყანამ   FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის,
კანადის გვერდით დაიკავა ადგილი. 2023-2024 წლების ზამთრის სეზონზე მსოფლიო
თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში - სნოუბორდ
ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენის სათანადო მომზადებას სილქნეტი
ათეულ წელზე მეტია უწყობს  ხელს. კომპანია  საქართველოს სათხილამურო
ფედერაციის გენერალური სპონსორია და სწორედ სილქნეტი იყო 2023 წლის მსოფლიო
ჩემპიონატის წარმდგენი, სადაც 40-ზე მეტი ქვეყნის 700 მდე სპორტსმენმა იასპარეზა და
პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა საერთაშორისო არხებზე.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული