რიოს პარალიმპიადის ვერცხლისპრიზიორმა 37 წლის ქალმა ევთანაზიის გაკეთება გადაიფიქრა

AutoSharing Option
რიო დე-ჟანეიროს პარალიმპიადის ვერცხლისპრიზიორმა ბელგიელმა სპორტსმენმა ქალმა მარიკე ვერვორტმა, რომელიც ლონდონის ანალოგიური თამაშების ჩემპიონია, ევთანაზიის გაკეთება გადაიფიქრა.

ცნობილია, რომ უკურნებელი სენით დაავადებული 37 წლის მარიკე, რომელიც 400 მ დისტანციაზე ეტლებით რბოლაში ასპარეზობდა, ნებაყოფლობით სიცოცხლის დასრულებას რიო დე-ჟანეიროს თამაშების დამთავრების შემდეგ გეგმავდა.

"ვცდილობ, თითოეული ეპიზოდით მივიღო სიამოვნება. როდესაც მოვა დრო და ცუდი დღეები უფრო მეტი იქნება, ვიდრე კარგი, ევთანაზიისთვის საჭირო ჩემი დოკუმენტები გამზადებული იქნება. მაგრამ ახლა ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. როდესაც ადამიანები ამ დოკუმენტებს ადგენენ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად
ორ კვირაში უნდა დაასრულონ სიცოცხლე. ჩემი საბუთები ჯერ კიდევ 2008-ში შევადგინე, ახლა კი 2016-ია! და მე ამასობაში ვერცხლიც მოვიგე!", - თქვა მარიკემ.

მარიკე ვერვორტს კუნთების პროგრესირებადი დაავადება აქვს. რიოს თამაშების შემდეგ მან სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ბელგიაში ევთანაზია 2002 წლიდანაა ლეგალიზებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული