ბექა ღვინიაშვილი: დღეს ჩემი მიზანი ოქროს მედალია!

AutoSharing Option
დღეს, 11 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდება. პირველ მეტოქესთან შეხვედრამდე ღვინიაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

"საბრძოლო განწყობაზე ვარ. ოლიმპიადაზე ჩემი მიზანი ოქროს მედალია და დღეს სწორედ მისთვის ვიბრძოლებ. უფლის წყალობით, დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ბექა ვამაყობ შენით.
rustavidan
18:33 11-08-2016
0
მეც შენი იმედი მაქვს ბექა, ღმერთმაქ ხელი მოგიმართოს შვილო
თამაზი
17:22 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული