რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანი ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის მეოთხედფინალური შეხვედრა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან გამართა და ორი გაფრთხილებით ერთის საპირისპიროდ, გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკს დაუპირისპირდება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 სთ-იდან დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

მკითხველის კომენტარები / 11 /
უკვე ფინალშია........
........
23:36 10-08-2016
0
რომელზეა, დაწერეთ რა
0

სიახლეები პოპულარული