რიო 2016: ამერიკას ფელპსი გაუძღვება

AutoSharing Option
18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მაიკლ ფელპსი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ნაკრების მედროშე იქნება. ამის შესახებ წერს ამერიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. სიამაყით წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას ოლიმპიადაზე და ასეთივე გრძნობით ჩავიბარებ აშშ-ის დროშას.

სიდნეიში, უბრალოდ, მინდოდა გუნდთან ერთად ვყოფილიყავი, ათენში - ჩემი ქვეყნისთვის ოქროს მედლის მოპოვება მსურდა, პეკინში - იმის გაკეთება, რაც იქამდე არავის გაუკეთებია, ლონდონში - ახალი ისტორიის შექმნა. ახლა კი მინდა, მონაწილეობა მივიღო გახსნის ცერემონიაში და ისე გამოვიდე თამაშებზე, რომ ჩემით მთელი ოჯახი ამაყობდეს. ამჯერად.
ლაპარაკია უფრო მეტზე, ვიდრე ეს ოლიმპიური მედალია", - განაცხადა ფელპსმა.

ლეგენდარული მოცურავისთვის რიო-დე-ჟანეიროს თამაშები რიგით მეხუთე ოლიმპიადა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული