რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

AutoSharing Option
2 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა.

ტრადიციული ცერემონიალის დაწყებამდე ადგილობრივმა ანსამბლმა ბრაზილიური ცეკვა შეასრულა, მერე კი ჩვენს ოლიმპიელებს და დელეგაციის წევრებს სიტყვით მიმართა ოლიმპიური სოფლის მერმა, ორგზის ოლიმპურმა პრიზიორმა კალათბურთში ჯანეტ არკაინმა, რომელმაც შემდეგ ტრიბუნასთან უხმო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს, სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილს. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის დროშა.

მერმა და მისიის ხელმძღვანელმა გაცვალეს საჩუქრები, ბოლოს კი ელგუჯა ბერიშვილმა სპეციალურ დაფაზე მოაწერა ხელი.

ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი,
საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საელჩოს თანამშრომლები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული