რიოს ოლიმპიადას ბრაზილიელი სუპერმოდელები გააშუქებენ

AutoSharing Option
ბრაზილიელი სუპერმოდელები - ალესანდრა ამბროზიო და ადრიანა ლიმა ამერიკულ ტელეარხ NBC-ის დახმარებიან რიო-დე-ჟანიეროს ოლიმპიური თამაშების გაშუქებაში.

NBC Olympics-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ალესანდრა და ადრიანა იდეალური კანდიდატები არიან არა მხოლოდ იმისთვის, რომ მაყურებლამდე მიიტანონ ახალი ამბები სპორტული ღონისძიებებიდან, არამედ ოლიმპიადის არასპორტული მოვლენების მიმოხილვისთვის. ბრაზილიელი მოდელები, ძირითადად, მშობლიურ ენაზე წაიყვანენ რეპორტაჟებს.

ასევე იტყობინებიან, რომ ლიმა და ამბროზიო ახალ ამბებს მოყვებიან არა მხოლოდ ტელეარხზე, არამედ ყველა სახის საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით, რომელსაც NBC ფლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული