ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: კილაძის წარმატებული გამოსვლა

AutoSharing Option
წარმატებით გამოვიდა მოსკოვში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატში 10-მეტრიან დისტანციაზე ქუთაისელი ლიზი კილაძე - საკვალიფიკაციო ეტაპზე 381 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე შედეგი აღმოჩნდა, ფინალში კი მეხუთეზე გავიდა.

კილაძე ახალგაზრდებში გამოდის, თუმცა ეს უფროსთა შედეგია. მაჩვენებელი მით უფრო გასახარია ჩვენებურის ასაკის გათვალისწინებით - ის სულ რაღაც 1 თვის წინ გახდა 14 წლისა და ბევრად უფროსებთან მოუწია პაექრობა.

საინტერესოა, რომ კილაძეს ასაკის გამო გაისად გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებში გამოსვლის ნება არ მისცეს. ჩვენმა ფედერაციამ მისთვის გამონაკლისის დაშვება რამდენჯერმე სთხოვა საერთაშორისო ფედერაციას, თუმცა
ამაოდ... არადა, მოსკოვში იმ თამაშების ლიცენზიაც თამაშდებოდა და კილაძე მას აუცილებლად მოიპოვებდა - ამ შედეგით მას უფროსებშიც კი წარმატების გვარიანი შანსი ექნებოდა.

სამწუხაროდ, ნანჯინგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო ცოტნე მაჭავარიანმა, თუმცა ურიგოდ არც მას უსვრია - 564 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე გავიდა, ლიცენზიას კი 6 იღებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული