ჭოლა ჭანტურია მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

AutoSharing Option
ბარსელონაში საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.

25 ივლისს 3-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ჭოლა ჭანტურია იასპარეზებს.

წლეულს ქართველმა სპორტსმენმა რუსეთისა და ესპანეთის გრანპრიზე ფინალებში გააღწია, როსტოკში (გერმანია) ევროპის ჩემპიონატზე კი მე-7 ადგილი დაიკავა.

ჭანტურია ნაკრების მწვრთნელ ირაკლი ბართაიასთან ერთად უკვე გაემგზავრა ესპანეთში, რომ ჩემპიონატამდე ღია აუზზე აკლიმატიზაცია გაიაროს.

* * *

ამას წინათ პოზნანში (პოლონეთი) დამთავრდა ახალგაზრდა წყალმხტომელთა ევროპის პირველობა, რომელშიც ქართველთაგან ცნობილი მთამსვლელის, ორგზის "თოვლის ჯიქის" - ბიძინა გუჯაბიძის ვაჟმა - ალექსანდრე გუჯაბიძემ იასპარეზა.

სამი წლის წინათ მან 16-წლამდელთა ევროპის პირველობაზე
10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში მე-10 ადგილი დაიკავა.

შარშან რომში, საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდებში 408 ქულით ფინალში შევიდა და ევროპის პირველობის საგზურიც დაიმსახურა.

პოზნანში გუჯაბიძეს 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში 416 ქულით მე-12 ადგილი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული