ქართველი ალპინისტები ჭაუხზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტით ავიდნენ

AutoSharing Option
14 დეკემბერს ალპინისტთა ჯგუფმა ბიძინა გუჯაბიძის, ირაკლი გუჯაბიძის, ზურა კვესტაძისა და ილია ბერულავას მონაწილოებით ჭაუხზე მე-5 ბ კატეგორიის სირთულის მარშრუტით ასვლა განახორციელა.

ალპინისტებმა მწვერვალ ჯავახიშვილის მარშრუტი "ფრიდონა" აირჩიეს. ის ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტია რეგიონში, მსგავსი სირთულის ზამთრის ასვლა ამ მხარეში ჯერ აქამდე არ გაკეთებულა.

საბოლოოდ ასვლამ სამი დღე გასტანა და უკვე 17 დეკემბერს ჯგუფი მშვიდობიანად დაეშვა. აღნიშნული ასვლა საკმაოდ რთული გამოდგა ალპინისტებისთვის, რის შესახებ უფრო დეტალურად ბლოგზე წაიკითხავთ. ასევე იხილეთ ავტორის მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული