ქართველი წყალში მხტომელები სარეკორდო მაჩვენებლებით გამოირჩევიან

AutoSharing Option
ქართველმა წყალში მხტომელმა ჭოლა ჭანტურიამ მექსიკის ჩემპიონატზე მე-8 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართველის პირადი რეკორდია. ჭანტურიამ 412 ქულა მოიპოვა.

ამასთან ერთად გეტყვით, რომ გამოქვეყნდა მსოფლიო ფედერაციის მაისის თვის რეიტინგები წყალში ხტომაში, რომლის მიხედვითაც ჭოლა ჭანტურიას და ალექსანდრე გუჯაბიძის სინქრონულმა წყვილმა 3 მეტრიდან ხტომაში მსოფლიოს რეიტინგში გადაინაცვლა მე-14 ადგილზე, ხოლო ევროპულ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილი უკავია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ინდივიდუალურ რეიტინგში 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ჭოლა ჭანტურია მსოფლიოში 23-ე ადგილზეა, ევროპის რეიტინგში კი მე-10. ოლიმპიადაზე 30 სპორტსმენი
გამოვა. ჭოლა ჭანტურია მექსიკაშია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შეკრებას გადის - ქართველი წყალში მხტომელი მექსიკელი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული