უნივერსიადა 2012: სტუ მედლებით შორს წავიდა

AutoSharing Option
დედაქალაქის სპორტულ ბაზებზე გრძელდება 2012 წლის უნივერსიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ეროვნულ სტადიონსა და სასპორტო კომპლექს "არენაში" ასპარეზობა დაამთავრეს მძლეოსნებმა და მოცურავეებმა.

12 სახეობის შემდეგ 40 მედლით (16 ოქრო, 9 ვერცხლი, 15 ბრინჯაო) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათლეტები დამაჯერებლად ლიდერობენ. 29 მედლით (6, 10, 13) მეორე ადგილზე არიან აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 22 ჯილდოთი (6, 7, 9) მესამე ადგილი უკავია. შემდეგ მოდიან: 4. გორის უნივერსიტეტი - 11 (5, 6, 0), 5. სამედიცინო უნივერსიტეტი - 20 (5,
2, 13), 6. საავიაციო უნივერსიტეტი - 5 (4, 0, 1), 7. სოხუმის უნივერსიტეტი - 14. (3, 4, 7), 8. ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტი - 11 (3, 3, 5), 9. თსუ - 19 (2, 10, 7), 10. ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტი - 8 (2, 3, 3), 11. სეუ - 3 (2, 1, 0), 12. ახალციხის უნივერსიტეტი - 2 (2, 0, 0,), 13. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 2 (2, 0, 0,) 14. სამედიცინო უნივერსიტეტი "ჰიპოკრატე" - 2 (2, 0, 0,), 15. სასულიერო აკადემია - 7 (1, 4, 2), 16. გ. თავართქილაძის უნივერსიტეტი - 2 (1, 1, 0), 17. შავი ზღვის უნივერსიტეტი - 1 (1, 0, 0), 18. სუხიშვილების სასწავლო უნივერსიტეტი - 1 (1, 0, 0, ), 19. საქართველოს უნივერსიტეტი - 8 (0, 2, 6,), 20. ბათუმის საზღვაო აკადემია - 3 (0, 1, 2), 21. გ. რობაქიძის უნივერსიტეტი - 3 (0, 1, 2), 22. სდასუ - 2 (0, 0, 2), 23. თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 2 (0, 0, 2), 24. თელავის ი. გოგებაშვილის უნივერსიტეტი - 1 (0, 0, 1).

გთავაზობთ ტექნიკურ შედეგებს სპორტის სახეობათა მიხედვით:

მძლეოსნობა. გოგონები. 100 მ. 1 მაიკო გოგოლაძე (ჰიპოკრატე, 12,5), 2. ანჟელა ბანდური (სოხუმის უნივერსიტეტი, 15,4), 3. ნინო ლომიძე (სამედიცინო უნივერსიტეტი, 16,5).

200 მ. 1. მაიკო გოგოლაძე (ჰიპოკრატე, 27,1), 2. ირინა სილანტევა (თსუ, 31,6), 3. აგაი ბჰად ჰინა (სამედიცინო, 32,3).

ვაჟები. 100 მ. 1. ოთარ ხაჭაპურიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 11,0), 2. სოსო გოგოძე (ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტი, 11,2), 3. ბექა ქებურია (სოხუმი, 11,3).

200 მ. 1. გიორგი ზილბერშტეინი (ახალციხის უნივერსიტეტი, 22,6), 2. სოსო გოგოძე (ქუთაისი, 22,8), 3. ბექა ასლანიშვილი (სტუ, 23,4).

400 მ. 1. გიორგი ზილბერშტეინი (ახალციხე, 52,1), 2. მალხაზ რაშოიანი (სტუ, 55,6), 3. თეუბ შერემეთი (ბათუმის საზღვაო აკადემია, 57,1).

800 მ. 1. დავით გორდელაძე (სოხუმი, 2.16,1), 2. სერგო პეტრიძე (ბათუმის საზ. აკად, 2.20,8), 3. ლაშა კაპანაძე (სამედიცინო, 2.26,4).

1500 მ. 1. ბექა ჯღარკავა (სოხუმი, 4.41,9), 2. ნიკა იოსელიანი (ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი, 4.47,5), 3. დიმიტრი ფიფია (ბათუმის საზღ. აკად, 4.54,1).

სიგრძეზე ხტომა. 1. ოთარ ხაჭაპურიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 6,73 მ), 2. ბექა ჯიშკარიანი (ქუთაისი, 6,37 მ), 3. თენგიზ ხუსკივაძე (სტუ, 5,84 მ).

ცურვა. გოგონები. თავისუფალი ყაიდა. 50 მ. 1. სოფო დეკანოსიძე (გ. თავართქილაძის უნივერსიტეტი, 33,56), 2. ქეთი სიხარულიძე (ილიას უნივერსიტეტი, 33,75), 3. ქეთი ჯაფარიძე (სტუ, 34,31).

ბრასი, 50 მ. 1. ელენე გიორგობიანი (შავი ზღვის უნივერსიტეტი, 42,79), 2. სოფო დეკანოსიძე (გ. თავართქილაძის უნივერსიტეტი, 43,47), 3. ქეთი სიხარულიძე (ილიას უნივერსიტეტი, 44,37).

ვაჟები. თავისუფალი ყაიდა. 50 მ. 1. ვაჟა ჭიოტაშვილი (სტუ, 26,40), 2. დავით მურჯიკნელი (საქართველოს უნივერსიტეტი, 27,16), 3. ცოტნე მაისურაძე (თსუ, 27,44).

ბრასი. 50 მ. 1. ილია მანჯგალაძე (სამედიცინო, 32,78), 2. თორნიკე მაისურაძე (გ. რობაქიძის უნივერსიტეტი, 33,65), 3. გიორგი სირბილაძე (ილიას უნივერსიტეტი, 36,58).

გულაღმა ცურვა. 50 მ. 1. გიგი მთვრალაშვილი (საავიაციო უნივერსიტეტი, 29,72), 2. გიორგი სირბილაძე (ილიას უნივერსიტეტი, 35,32), 3. გიგა აფციაური (სამედიცინო, 35,47).

ბატერფლაი. 50 მ. 1. გიგი მთვრალაშვილი (საავიაციო, 27,75), 2. დავით მურჯიკნელი (საქართველოს უნივერსიტეტი, 28,94), 3. გიგა აფციაური (სამედიცინო, 30,06).

კომპლექსური. 100 მ. 1. გიგი მთვრალაშვილი (საავიაციო, 1.08,54), 2. ცოტნე მაისურაძე (თსუ, 1.10,33), 3. დავით მურჯიკნელი (საქართველოს უნივერსიტეტი, 1.10,62).

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული