უელსის ტურნირი სნუკერში დინ ჯუნჰუმ მოიგო

AutoSharing Option
20 ტებერვალს ქალაქ ნიუპორტში დასრულდა სარეიტინგო ტურნირი - უელსის ღია პირველობა, რომლის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მარკ სელბი და დინ ჯუნჰუ.

ორივე მოთამაშემ საკმაოდ იოლად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. პირველმა ნახევარფინალში თამაშის უფლება დინ ჯუნჰუმ მოიპოვა - მან 6:2 დაამარცხა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი შონ მერფი.

ჩინელის მოგება კანონზომიერი ჩანდა, რასაც ვერ ვიტყვით მორე ფინალისტის მარკ სელბის გამარჯვებაზე. მთელი თებერვლის განმავლობაში რონი ო'სალივანი ბრწყინვალე სნუკერს აჩვენებდა და სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ უელსის ღიაზე გამარჯვებას. მაგრამ "რაკეტას" ნახევარფინალში ნერვებმა უმტყუნეს და ლეგენდამ მხოლოდ ორი ფრეიმის
აღება მოახერხა.

ჩინელისა და ინგლისელის ფინალი სელბის სენჩური-ბრეიკით დაიწყო. მაგრამ ეს არ ყოფილა პირველ შესვენებამდე "ლესტერელი ხუმარას" ერთადერთი ასიანი სერია. მესამე პარტიაში ის ისევ გავიდა წინ 124 ქულის წყალობით. შესვენებაზე სნუკერისტები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

15-წუთიანი შესვენების შემდეგ კი ინიციატივა მთლიანად ჩინელის ხელში გადავიდა. და მთელი მატჩი მარკი მდევრის როლში იყო. შესვენების შემდეგ ჩატარებული ოთხი პარტიიდან სელბიმ მხოლოდ ერთი აიღო.

საღამოს სესიის წინ ჩინელი ოსტატი 5:3-ს იგებდა. პირველი ფრეიმის შემდეგ სელბიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ჯუნჰუმ არ მისცა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება. მე-12 და მე-13 ფრეიმებში დინმა თავისი თაყვანისმცემლები ორი სენჩურით გაახარა - 124 და 130 ქულა. ანგარიში 8:5 გახდა.

მარკ სელბიმ კიდევ ერთი ასიანი სერიით უპასუხა, რომელიც სარეკორდო იყო ტურნირზე - 145 ქულა. მაგრამ დიდი რაოდენობით შეცდომებმა და შესამჩნევმა ნერვიულობამ ინგლისელს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი არ დაუტოვა.

42 ქულის დაგროვების შემდეგ, დინმა შეცდომა დაუშვა და მეტოქეს შეტევის საშუალება მისცა, მაგრამ მარკმა ააცილა და მთელი პოზიცია ჩინელს დაუთმო. მე-15 ფრემის შემდეგ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 9:6. ჯუნჰუმ კარიერაში მეხუთე სარეიტინგო ტურნირი მოიგო.

მომდევნო სარეიტინგო ტურნირი - Haikou World Open 27 თებერვალს ჩინეთში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული