მსოფლიოს ჩემპიონს ჭოკი ხტომისას გადაუტყდა

AutoSharing Option
ჭოკით ხტომაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს პოლონელ ანა როგოვსკის სოლოტაში შეჯიბრის დროს ჭოკი ნახტომის შესრულების დროს გადაუტყდა.

უსიამოვნო ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც როგოვსკა 4,7 მეტრის სიმაღლის ბარიერის დაძლევას შეეცადა. შედეგად სპორტსმენმა ხელი კი იტკინა, თუმცა სერიუზულ ტრავმებს გადაურჩა და პოლონელს ვარჯიშისგან სამკვირიანი დასვენება მოუწევს.

30 წლის ანა 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, რომელიც ბერლინში გაიმართა. წელს მან პარიზში ევროპის ჩემპიონატში იმარჯვა, 2008 წელს კი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული