მძლეოსნობა: ოსკარის საქმე ცუდადაა

AutoSharing Option
ცნობილი პარალიმპიელის, სამხრეთაფრიკელი მძლეოსნის, ოსკარ პისტორიუსის სასამართლო პროცესი ტელევიზიით ნაწილობრივ იქნება გადაცემული, - იტყობინება Sky News-ი. ტელეარხებს უფლებას მისცემენ, საკუთარი ტექნიკა სასამართლოს დარბაზში განათავსონ და გააკეთონ ვიდეო და აუდიოჩანაწერები.

სასამართლო მომავალ ორშაბათს დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 მოწმე. პისტორიუსი ბრალდებულია 29 წლის რივა სტენკამპის მკვლელობაში. გასული წლის თებერვალში მძლეოსანმა ის საკუთარ სახლში პისტოლეტით გამოასალმა სიცოცხლეს. პისტორიუსი ამტკიცებს, რომ რივა მძარცველად აღიქვა და ამის გამო გაისროლა სამჯერ.

* * *
24 თებერვალს ცნობილი გახდა მომავალი პროცესის რამდენიმე დეტალი. როგორც BBC
იტყობინება, პროკურატურას 13 მამხილებელი ფაქტი გააჩნია: მათ შორის, მეზობლების ჩვენებები, ინციდენტის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტების დასკვნა და ტუალეტის კარის ბალისტიკური კვლევა... და ყველა ეს სამხილი მიუთითებს იმაზე, რომ პისტორიუსმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. თუ ეს დამტკიცდება, პარალიმპიელი 25-წლიან პატიმრობას მიიღებს.

პროკურორ ჯერი ნილის ვარაუდით, მკვლელობის ღამეს პისტორიუსი საწოლიდან ადგა, პროთეზები ჩაიცვა, სააბაზანოს ოთახამდე შვიდი მეტრი გაიარა და ოთხჯერ ესროლა ტუალეტის კარს. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, პისტორიუსს არ შეეძლო არ შეემჩნია, რომ იმ მომენტში სტენკამპი საწოლში არ იყო. ერთ-ერთი მოწმე ამტკიცებს, რომ პისტორიუსის ჩვენებების საწინააღმდეგოდ, სახლში შუქი ენთო, შემდეგ რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და შესაძლებელი იყო ქალის ყვირილის გარჩევა. ამას მოჰყვა კიდევ ორი გასროლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული