ოსკარ პისტორიუსს უშვებენ?

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელ ამპუტანტ მორბენალს, ოსკარ პისტორიუსს პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სააგენტო "როიტერს" სპორტსმენის ოჯახის ინკოგნიტო წევრმა შეატყობინა.

პისტორიუსის ნათესავის სიტყვებით, პარალიმპიელს მიმდინარე წლის აგვისტოში გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ, რომ მძლეოსანმა შეყვარებული რევა სტენკამპის არაგანზრახ მკვლელობისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიიღო.

სამხრეთ აფრიკის პრესა წერს, რომ ამა წლის ნოემბერში მორბენალის საქმეზე სასამართლო მორიგ აპელაციას განიხილავს, მანამდე კი პისტორიუსი შინაპატიმრობაში იქნება. ამჟამად, ოსკარი სასჯელს ქალაქ პრეტორიის ციხეში იხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული