ოსკარ პისტორიუსი სახლშია, მაგრამ შარშია

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი პარალიმპიელი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც დადანაშაულებულია ყოფილი შეყვარებულის რივა სტენკამპის განზრახ მკვლელობაში, არ დაბრუნდება საპყრობილეში განაჩენის გამოტანამდე, - წერს სააგენტო "როიტერი".

სასამართლო დათანხმდა 700 დოლარი გირაოს სანაცვლოდ მის გაშვებას. ასე რომ, ამპუტანტი მორბენალი ისევ შინაპატიმრობაში რჩება.

მას ერთი პრივილეგია აქვს - შეუძლია დილის შვიდი საათიდან შუადღემდე დატოვოს სახლი 20 კილომეტრის რადიუსში. სპორტსმენს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა ექნება მიმაგრებული.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ პისტორიუსი აპირებს ახალი ბრალდების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, სამხრეთ აფრიკის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა წინა გადაწყვეტილება
არაგანზრახ მკვლელობაზე და პისტორიუსი განზრაზ მკვლელობაში სცნო დამნაშავედ.

სამხრეთ აფრიკაში ასეთი დანაშაულისთვის მინიმუმ 15-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული