სანაძლეო უსაინ ბოლტთან მილიონ დოლარზე

AutoSharing Option
სიგრძეზე ხტომაში საბჭოთა რეკორდსმენმა იგორ ტერ-ოვანესიანმა მილიონიანი სანაძლეო შესთავაზა ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იამაიკელ სპრინტერს უსაინ ბოლტს.

ტერ-ოვანესიანი ამბობს, რომ მზად არის, სიგრძეზე ხტომაში ბოლტის მწვრთნელი გახდეს და მათი თანამშრომლობიდან რამდენიმე თვის თავზე, იამაიკელი შეძლებს სიგრძეზე ხტომაში ამჟამინდელი რეკორდის - 8,95 მეტრის გაუმჯობესებას. და თუ ეს არ მოხდება, ტერ-ოვანესიანი ბოლტს მილიონ დოლარს გადაუხდის. "მაგრამ მე, როგორც მწვრთნელს, გაწეული შრომისთვის მესამედი თანხა მეკუთვნის - ჰონორარის სახით. შესაბამისად, 300 ათასი", - დაამატა ოლიმპიადების ბრინჯაოსპრიზიორმა.

იმისთვის, რომ სანაძლეო შესრულდეს, ტერ-ოვანესიანმა მოსკოვში საკუთარი ბინის გაყიდვაზე
მზადყოფნა გამოაცხადა.

სიგრძეზე ხტომაში რეკორდი ამერიკელ მაიკ პაუელს ეკუთვნის და ის 1991 წელს არის დამყარებული. თავად ტერ-ოვანესიანმა ბოლოს მსოფლიოს რეკორდი 1964 წელს გააუმჯობესა. მაშინ საბჭოთა მძლეოსანი 8,35 მეტრზე გადახტა.

ტერ-ოვანესიანი ხუთ ოლიმპიადაში იღებდა მონაწილეობას და 1960 და 1964 წლებში ბრინჯაოს მედლები მოიგო. ის ასევე სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამჟამად ტერ-ოვანესიანი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრია.

პისტორიუსი სასამართლოში დაიბარეს
სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიის პოლიციამ ყველა საჭირო მასალა შეაგროვა მორბენალი-ამპუტანტის, ოსკარ პისტორიუსის საქმეზე, რომელიც შეყვარებული რივა სტინკამპის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ პისტორიუსი ივნისის დასაწყისში თავდებით გაანთავისუფლეს. მაშინ მოსმენა გაურკვეველი ვადით საჭირო მასალების არარსებობის გამო გადადეს.

მაგრამ პრეტორიის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ პისტორიუსის საქმეზე სამხილების და სხვადასხვა მასალის შეგროვება დასრულებულია. მძლეოსანი 19 აგვისტოს არის დაბარებული სასამართლოში. სწორედ ამ დღეს დაიწყება მოსმენა.

სამხრეთაფრიკული პრესა წერს, რომ პისტორიუსს განზრახ მკვლელობაში წაუყენებენ ბრალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტმა ტიტული დაიბრუნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული