ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ

AutoSharing Option
სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 15 ნოემბერს განიხილავს იამაიკელი სპრინტერის ნესტა კარტერის აპელაციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, იამაიკის ნაკრებს 2008 წელს 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოპოვებული გამარჯვება ჩამოართვეს.

ეს გადაწყვეტილება ამა წლის იანვარში მიიღეს, როცა ძველი დოპინგ-სინჯების შემოწმებისას, ნესტა კარტერს აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს.
თუ 31 წლის კარტერის აპელაციას დააკმაყოფილებენ, იამაიკას დაუბრუნებენ ოქროს მედლებს და უსაინ ბოლტი ისევ ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ ჩემპიონად ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრები გამოაცხადდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული