ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ იამაიკელი სპრინტერის უსაინ ბოლტის ფეხბურთის თამაშის სურვილზე გააკეთა კომენტარი.

"რა თამაშობს დღეს ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს? ნიჭი. რა არის ნიჭი? ეს იმის უნარია, რასაც აკეთებ, რადგან თავით თამაშობ და არამარტო ფეხებით. მომწონს ბოლტი, დიადი მძლეოსანია, ფიზიკურ ასპექტში მისი დარი არავინაა.

ვინ დარბის უსაინივით? არავინ. თუმცა, მისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთს მაღალ დონეზე ვერასოდეს ვერ ითამაშებს. შეუძლებელია მოედანზე აზროვნების სისწრაფის და სათამაშო ინტელექტის ფიზიკური მონაცემებით კომპენსირება", - განუცხადა ხავიმ So Foot-ს.

27 თებერვალს ცნობილი გახდა,
რომ ბოლტი სამხრეთ აფრიკის "მამელოდი სანდაუნზში" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული