სპორტის სასახლეში 1-3 მაისს კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
2015 წლის 1-3 მაისის ჩათვლით, ქ. თბილისში, სპორტის სასახლეში, მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით, კარატეს ერთ-ერთი მიმართულების მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას 52 ქვეყნის 2000-მდე სპორტსმენი მიიღებს.

ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, მსოფლიოს კარატეს ფედერაცია, მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირი და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია.

ასეთი მასშტაბური ღონისძიება რეგიონში ტარდება პირველად. ღონისძიება ტარდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით.

ეს მეტად მნიშვნელოვანი ჩემპიონატი უცხოური სპორტული ტელევიზიების მეშვეობით გაშუქდება და ასევე, გაშუქდება ონლაინ-რეჟიმით სპორტდატაზე.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30
აპრილს, სპორტის სასახლეში, 13:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული