მაიკლ ფელპსი მეხუთე ოლიმპიადაზე მიდის

AutoSharing Option
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა აშშ-ს ჩემპიონატი მოიგო 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში. მისი დრო იყო ერთი წუთი და 54,84 წამი.

ამით, ფელპსი გახდა პირველი ამერიკელი მოცურავე ისტორიაში, ვინც ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

ფელპსმა ფინალურ გაცურვაში ტომ შილდსი დაამარცხა. "ჩემთვის მნიშვნელოვანია კარიერის დასრულება ისე, როგორც მსურს. ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრა - ეს სწორედ ის არის, რისკენაც მივისწრაფოდი", - განაცხადა ფელპსმა, რომელსაც 30 ივნისს 31 წელი შეუსრულდება.

მაიკლ ფელპსი ყველაზე ტიტულოვანი ათლეტია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში: მის ანგარიშზეა 22
მედალი (18 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ფელპსმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 2014 წელს დაბრუნების სურვილი გამოთქვა და 2016 წლის ოლიმპიადის შესარჩევში გამოსვლა დაგეგმა.

რიოს თამაშებზე მაიკლი ორ დისციპლინაში გამოვა: 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში და 100 მეტრზე ბატერფლაიში. გარდა ამისა, ის მონაწილეობას მიიღებს ესტაფეტებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული