ამიერიდან: სერ ენდრიუ მარეი!

AutoSharing Option
ბრიტანელი ჩოგბურთელისთვის ენდი მარეისთვის ტრიუმფალური 2016 წელი კიდევ ერთი ტიტულით დაგვირგვინდა.

გასული წლის ბოლო დღეს, ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ რაინდად აკურთხა სამი ბრიტანელი სპორტსმენი: ჩოგბურთელი ენდი მარეი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მძლეოსანი მო ფარა და ცხენოსნობაში პარალიმპიური თამაშების 11-გზის ჩემპიონი ლი პირსონი.

გარდა ამისა, ფეხბურთში უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრის წოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული