ქართველი ჩოგბურთელები: ჩახნაშვილი დაბრუნდა, შაფათავა და გორგოძე დღეს იწყებენ

AutoSharing Option
დღეს, 19 დეკემბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაიწყება ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლებშიც ორი ქართველი გამოცდის ძალებს - სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე.

წინა კვირას გორგოძემ დუბაიში საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) იასპარეზა, ოღონდ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გასცდა: პირველ წრეში უკრაინელ ალონა ფომინას აჯობა - 6:2, 4:6, 6:1, შემდეგ იაპონელი ერი ჰოზუმი ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 0:6, 6:4, მაგრამ კიდევ ერთ უკრაინელ ანასტასია ვასილიევას ვერ გასცდა - 3:6, 6:3, 1:6.

ანკარაში გორგოძე ძირითად ბადეში ითამაშებს, სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ მეტოქეს
ელოდება, წყვილებში კი ალონა ფომინასთან ერთად მასპინძლებს - ბერთუ ჩენგიზსა და სელინ ოვუნჩს - გაუწევს მეტოქეობას.

ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერ სოფიო შაფათავას პირველ წრეში ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა ეყოლება მეტოქედ. წყვილებში იგი არ მონაწილეობს.

* * *
ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი ასპარეზობის მეორე ნომერ ულრიკე ეიკერისთან დამარცხდა - 4:6, 0:6, ხოლო ანა ახალკაცმა კატერინა სლიურსთან წააგო - 0:6, 1:6.

ანამ და მარგალიტამ წყვილთა პაექრობა სონია გრჟეგოჟსა (პოლონეთი) და კეტლინ ვილიამსთან (აშშ) დათმეს - 6:4, 3:6, 5:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული