ავსტრალიის ღია პირველობა: კიდევ ერთი სენსაცია

AutoSharing Option
ქალთა ტურნირში ისევ მოხდა სენსაცია. ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს მეექვსე ნომერი პეტრა კვიტოვა.

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა ავსტრალიელ დარია გავრილოვას, რომლისთვისაც ტურის ვარსკვლავების დამარცხება უცხო არ არის. გავრილოვამ შარშან მარია შარაპოვას, ანა ივანოვიჩსა და ლუსი საფაროვას მოუგო და WTA-ის წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.

კვიტოვამ მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლო გაბრძოლება, როცა 2:5-დან მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მასპინძელმა მესამე მატჩბოლი გამოიყენა და 6:4, 6:4 მოიგო. კვიტოვა საკუთარ თავს არ ჰგავ
და - მან 35 უნებლიე და 13 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 17 "ვინერსი" შეასრულა.

* * *
დღის ცენტრალურ მატჩში აგნიეშკა რადვანსკა კანადელ ეჟენი ბუშარს ხვდებოდა, რომელიც დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ჯერ უჭირს პოლონელის დონის მოთამაშეებთან გამკლავება.

თუმცა ჩრდილოამერიკელი უშანსოდ არ ყოფილა. ბუშარმა კარგად დაიწყო და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ, ინიციატივა მთლიანად რადვანსკასკენ გადავიდა. პოლონელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, მეორე სეტი კი ბრეიკით დაიწყო და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 6:4, 6:2.

რადვანსკა აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი აშშ-ის ღიადან მოყოლებული, პოლონელს ყველაზე მეტი მატჩი და ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული.

* * *
აგნიეშკას მიბაძეს და იოლად მოიგეს თავიანთი შეხვედრები სერენა უილიამსმა და მარია შარაპოვამ. ამერიკელმა ზუსტად ერთ საათში გაანადგურა ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე - 6:1, 6:2. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი ხუთი ბრეიკი შეასრულა. სერენას შემდეგი მეტოქე 2014 წელს, იუნიორთა როლან გაროსის ჩემპიონი, რუსი დარია კასატკინა იქნება. მან 2013 წლის იუნიორთა ავსტრალიის ღიასა და აშშ-ის ღიას ჩემპიონი ანა კონიუხი დაამარცხა.

ასევე სამი გეიმი გაიმეტა თავისი მეტოქისთვის, ბელარუსი ალექსანდა სასნოვიჩისთვის მარია შარაპოვამ. რუსმა პირველ სეტში ერთხელ წააგო საკუთარი გეიმი - ეს მაშინ მოხდა, როცა მარია სეტზე აწვდიდა, თუმცა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება - 6:2. მეორე სეტში კი შარაპოვამ მხოლოდ ერთი გეიმი დათმო. მარიას ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც ორით მეტი იყო, ვიდრე "ვინერსების" რაოდენობა.

II წრე
ქალები

ს. უილიამსი (აშშ, 1)-ჰსიე (ტაივ) 6:1, 6:2
კასატკინა (რუს)-კონიუხი (ხორ) 6:4, 6:3
გასპარიანი (რუს)-ნარა (იაპ) 6:4, 6:4
პუტინცევა (ყაზ)-ჰანი (ჩინ) 6:3, 6:1
ბენჩიჩი (შვეიც, 12)-ბაბოში (უნგ) 6:3, 6:3
ბონდარენკო (უკრ)-კუზნეცოვა (რუს, 23) 6:1, 7:5
დევისი (აშშ)-რიბარიკოვა (სლოვაკ) 7:6(7) უარი
შარაპოვა (რუს, 5)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:2, 6:1

ა. რადვანსკა (პოლ, 4)-ბუშარი (კან) 6:4, 6:2
პუიგი (პ-რიკ)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 4:6, 7:6(6), 9:7
ფრიდსემი (გერ)-კ. ვანგი (ჩინ) 6:3, 6:4
ვინჩი (იტა, 13)-ფალკონი (აშშ) 6:2, 6:3
სუარეს ნავარო (ესპ, 10)-საკარი (საბ) 6:7(5), 6:2, 6:2
კულიჩკოვა (რუს)-ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 2:6, 6:4
მლადენოვიჩი (საფ, 28)-გიბსი (აშშ) 6:1, 7:6(4)
გავრილოვა (ავსტრა)-კვიტოვა (ჩეხ, 6) 6:4, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული