შაფათავა ქაიროში სტარტზევე დამარცხდა, ქვაცაბაიამ ანტალიაში პირველი წრე დაძლია

AutoSharing Option
8 დეკემბერს, ქაიროში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი). თბილისელი სოფიო შაფათავა პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ იგი სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას - პირველსავე წრეში რუმინელ ირინა მარია ბარასთან სამ სეტში დამარცხდა - 6:7, 7:6, 3:6.

* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში მეორე ნომერია სოფიო ქვაცაბაია. გუშინ მან პირველ წრეში პორტუგალიელ კლაუდია სიანსს აჯობა - 6:4, 2:6, 6:2 და მეორე წრეში საცუკი ტაკამურასა (იაპონია) და მელის ბაირაკტაროღლუს (თურქეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ეკატერინე გორგოძე დღეს გავა
კორტზე. ჩვენებურს მეტოქედ ავსტრიელი ნატაშა ბრედლი ელის.

* * *
ანტალიაშივე ასპარეზობს გიორგი ჯავახიშვილი. იგი ძირითად ბადეში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ერთეულებში დღეს იგი ალექსანდრუ მარასინს (რუმინეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში მან ვასილ შანდროვთან ერთად ანდრეი აპოსტოლისა (და) ნიკოლაე ფრუნზას (ორივე - რუმინეთი) დუეტთან წააგო - 1:6, 3:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული