ეკატერინე გორგოძემ ანტალიის ტურნირის სტარტზე მოიგო

AutoSharing Option
ანტალიაში 1-ელ დეკემბერს დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი მონაწილეობს.

ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი, 1-ელ დეკემბერს სტარტზე უკრაინელ ალონა ფომინას სძლია - 4:6, 6:2, 6:4 და მერვედფინალში დანიელ ჯული ნოეს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მასპინძელი დოგა სელენ ტაკუნიაკი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:2.

სოფიო ქვაცაბაია მესამე ნომერია და დღეს ანი დონალდსონს (ავსტრალია) გაუწევს მეტოქეობას. ამ წყვილში გამარჯვებულს მეორე წრეში პორტუგალიელი კლაუდია კლანსი ელის, რომელმაც იულია კულიკოვას აჯობა - 1:6, 6:2, 6:4.

სოფიო შაფათავა კაიროში იმყოფება და
დღეიდან იქაურ 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და შეჯიბრებაში ერთეულთა მეორე წრიდან ჩაებმება. მისი მეტოქე იქნება მასპინძელი ლაილა ელნიმრი, რომელმაც გუშინ იაპონელ რიო კიტაგავას აჯობა - 6:4, 6:1.

შაფათავა წყვილებშიც მიხაელა ჰონკოვასთან (სლოვაკეთი) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და მასპინძლების - მეიერ ელტონისა და ნერმინ შავკის მძლეველ (6:3, 6:0) ანგელინა შახრაიჩუკსა (უკრაინა) და აჰლამ შავკატს ეთამაშება მეოთხედფინალში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული