სოფიო შაფათავა ფრანგული ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
მინსკში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი მონაწილეობდა - ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

ერთეულებში ისინი სტარტზევე გამოეთიშნენ შეჯიბრებას. წყვილებში პირველ ნომრად განთესილი გორგოძე და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) ნახევარფინალში რუსების - ანასტასია ფროლოვას და ეკატერინა იაშინას დუეტთან დამარცხდა - 5:7, 4:6. საგულისხმოა, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა მეოთხედფინალში ქვაცაბაიას და ვალერია სტრახოვას (უკრაინა) ტანდემი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:1.

ასე რომ, მინსკური ფინალი უქართველებოდ ჩაივლის.

* * *
საფრანგეთში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სოფიო შაფათავა ერთეულებში ზედიზედ ორი მოგების
შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა.

მეორე წრეში მან კლემენს ფაიოლი (საფრანგეთი) დაამარცხა - 7:5, 6:4. მომდევნო მეტოქე იქნება კინი ლაისი (საფრანგეთი), რომელმაც ესტრელა კაბეზა-კანდელას (ესპანეთი) აჯობა - 7:5, 4:3.

* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ძალებს ცდიდა ალექსანდრე მეტრეველი.

მეორე წრეში ვადიმ დევიტიაროვთან (უკრაინა) პაექრობისას პირველი სეტი 5:7 დათმო, მეორეს 1:4-ს რომ აგებდა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული