ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია მინსკში მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ

AutoSharing Option
მინსკში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი ტურნირის ერთეულთა პირველობას ქართველები გამოაკლდნენ.

გუშინ ეკატერინე გორგოძემ ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ირინა ხრომაჩევასთან (რუსეთი) წააგო - 2:6, 2:6. წინა დღეს კი სოფიო ქვაცაბაია მასპინძელ სადაფმოხ ტოლიბოვას დანებდა.

წყვილებში ეკატერინე გორგოძე ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა სტარტზე ივანა იოროვიჩი (სერბეთი) და ვიქტორია კანი (რუსეთი) დაამარცხა - 6:3, 4:6, 10:5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუსებს - ვარვარა კუზნეცოვას და ოლგა პუჩკოვას დაუპირისპირდება.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ბელორუსებს - ანა კუბარევას და კატიარინა პაულენკას აჯობეს - 6:4,
4:6, 10:6.

სოფიო ქვაცაბაია უკრაინელ ვალერია სტრახოვას შეუამხანაგდა და პირველ წრეში მათ მესამე ნომრად განთესილი ირინა მარია ბარას (რუმინეთი) და ნინა სტოიანოვიჩის (სერბეთი) ტანდემი ჩამოიშორეს გზიდან - 7:5, 6:3. მეოთხედფინალში რუსებთან - ანასტასია ფლოროვასა და ეკატერინა იაშინასთან გაარკვევენ ურთიერთობას.

რუსთა დუეტმა მასპინძლები - ულიანა გრიბი და ნიკა შიტკოვსკაია დაჯაბნა - 7:5, 6:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული