საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის განახლებულ რეიტინგში შვიდი საფეხურით დაწინაურდა. ჩვენს ნაკრებს კლასიფიკაციის 97 ნაკრებს შორის 1360 ქულით 32-ე ადგილი უკავია.

პირველ ხუთეულში კი ჩეხეთი (27.355), იტალია (17.025), გერმანია (16.475), რუსეთი (15.597) და საფრანგეთი (8.905) არიან.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის დედაქალაქში საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო პორტუგალიასა (2:1) და ბულგარეთთან (2:1), ამდენივე მატჩი კი დათმო ბელორუსსა (0:3) და თურქეთთან (1:2) და პირველ ზონაში ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენი გუნდი: სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ
ბოლქვაძე, კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები დევისის თასის რეიტინგში 133 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის 84-ე ადგილზეა. ჩვენი ბიჭები, რომლებიც ახლა დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში (საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მაკედონია, მალტა, ჩერნოგორია, ნორვეგია, სან-მარინო) იმყოფებიან, 15-18 ივლისს სან-მარინოში მე-2 ჯგუფის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული