რაფამ ძმა გაგვაცნო - ტომეუ ნადალი

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა საკუთარ Facebook-ზე წარადგინა თავისი ძმა - ტომეუ ნადალი. რაფამ დაწერა, რომ ეს არის საზოგადოების წინაშე ტომეუს პირველი გამოჩენა.

"უცნობი" ნადალის პროფილში ვკითხულობთ, რომ მას უყვარს სპორტი და თავისი მშობლიური კუნძულის სანაპიროები.

გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ ტომეუ ნადალი - გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც შექმნილია რაფა ნადალის ერთ-ერთი სპონსორის - PokerStars-ის სარეკლამო კამპანიისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩოგბურთელმა მონაწილეობა მიიღო PokerStars-ის სარეკლამო რგოლში, რომელიც თავისი მშობლიური კუნძულის მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ ის ნადალი არ იყო.

პოლონელმა ჩოგბურთელმა აგნიეშკა
რადვანსკამ იუმორით უპასუხა ნადალისა და PokerStars-ის მისტიფიკაციას.

"რაფამ ძალიან დამაბნია ტომეუს შესახებ განცხადებით. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ურსულა - ნამდვილად ჩემი დაა!"
- დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" პოლონელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი: ყველა დროის საუკეთესო? ლეივერი ან ფედერერი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული