ფრანგული კოცნა: მსოფლიოს 287-ე ჩოგანმა მაქსიმ ამიუმ ზარალი მიაყენა ჩოგბურთის იმიჯს

AutoSharing Option
როლან გაროსზე სკანდალია: თავი გამოიჩინა ფრანგმა მაქსიმ ამიუმ. მსოფლიოს 287-ე ჩოგანმა კვალიფიკაციაში სათამაშოდ უაილდ-ქარდი მიიღო, იქ წარმატებით ითამაშა, თან ყველანაირად ცდილობდა საკუთარი პიროვნების მიმართ ყურადღება მიეპყრო - ჭამდა კარტოფილის "ჩიფსებს" პრესკონფერენციაზე, ერთ ადგილას გაუშვა ჟურნალისტი, რომელმაც მას უადგილო კითხვა დაუსვა.

ძირითადი ბადის პირველ წრეში ორასიო სებალიოსთან აგებდა და მსაჯთან კამათში შევიდა, თან ძალიან უზრდელურად: "საერთოდ, აქ რას აკეთებთ?"

მიუხედავად ამისა, წაგების შემდეგ მასპინძელი მაინც ბედნიერი იყო. თან იმდენად, რომ ჩათვალა - თავის ხელში აყვანა საჭირო არ იყო.

21 წლის ჩოგბურთელი
პირდაპირ ეთერში მიიწვიეს ტელეარხ Eurosport-ზე, სადაც ის ურცხვად ეხვეოდა მხარზე და კისერზე ჟურნალისტ მალი ტომას და რამდენჯერმე აკოცა მას.

"ეს სრულიად უადგილო იყო! - აღშფოთებას ვერ მალავდა შემდეგ ტომა. - პირდაპირ ეთერში რომ არ ვყოფილიყავით, მას თავის ადგილს მივუჩენდი". პირდაპირი ეთერის პირობებში კი გოგონას არაფერი რჩებოდა გარდა იმისა, როგორმე მოეგერიებინა კავალერი და ეთერის გადარჩენა ეცადა.

მოგვიანებით, ამიუ იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. "მინდა ბოდიში მოვუხადო მალი ტომას - თუ ის შეურაცხყოფილი ან შოკირებული იყო ინტერვიუს დროს ჩემი საქციელით. უბრალოდ, შესანიშნავი კვირა გავატარე აქ, როლან გაროსზე, გადავიტანე ყველაზე შესანიშნავი ემოციები ჩემს საჩოგბურთო ცხოვრებაში.

სწორედ ზედმეტმა ენთუზიაზმმა მომცა საშუალება - ასე მოვქცეოდი მალის. თუ მას სურს, პირადად მოვუხდი ბოდიშს. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ საკუთარ შეცდომებზე და ვმუშაობ იმაზე, რომ გავხდე უკეთესი ადამიანი და ჩოგბურთელი".

ამიუს საქციელი არ მოეწონათ მის თანამემამულეებს.

"მაქსიმს ძალიან ზედმეტი მოუვიდა", - თქვა ქლოე პაკემ. "ეს მეტისმეტია", - იმეორებდა ალექსანდრ მიულერი. ფრანგი ჩოგბურთელების აზრით, ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს ვნებს ფრანგული ჩოგბურთის იმიჯს.

ამიუს გაუმართლა, რომ ის არ დააპატიმრეს სექსუალური ძალადობის გამო, არადა, ყველაფერი თითქოს ასე ჩანდა. სასჯელის სახით, როლან გაროსის ორგანიზატრებმა ჩოგბურთელისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა გადაწყვიტეს, რომელიც ისედაც აღარ სჭირდებოდა, რადგან პირველი წრე უკვე წაგებული ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
განა თავის ბრალია,მეტი ტვინი არა აქვს.
სოსო
10:36 02-06-2017
0

სიახლეები პოპულარული