კრიკეტი: მეორე მსხვერპლი ერთ კვირაში

AutoSharing Option
ისრაელის ქალაქ აშდოდში კრიკეტის მატჩის დროს მსაჯი გარდაიცვალა. ამის მიზეზი თავში მოხვედრილი ბურთი იყო.

60 წლის არბიტრს ბურთი სახეში მოხვდა. მან გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს არის მეორე შემთხვევა, როცა კრიკეტის მოედანზე ადამიანი იღუპება.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, ავსტრალიის ჩემპიონატის მატჩის დროს, 25 წლის კრიკეტისტ ფილიპ ჰიუზს მარცხენა ყურში მოხვდა ბურთი. მას თავის ქალის დახურული ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. ინციდენტიდან ორი დღის თავზე ჰიუზი სიდნეის საავადმყოფოში გონმოუსვლელად გარდაიცვალა.

გასულ წელს, ერთ-ერთი
სამხრეთაფრიკული გუნდის მონაწილე დარინ რენდალი, რომელიც აფრიკის კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა, ასევე კრიკეტის ბურთის თავში მოხვედრით გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული