მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლორენსოს ვერ აჩერებენ

AutoSharing Option
შეუჩერებელია "იამაჰას" ესპანელი მოტომრბოლი ხორხე ლორენსო, რომელმაც ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო მოტოგრანპრის ჩემპიონატში და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში ვალენტინო როსისთან.

ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი ბარსელონაში გაიმართა. მოულოდნელად პოული ალეშ ესპარგარომ მოიპოვა, თუმცა მან პირველი წრის პირველივე მოსახვევში დაუთმო ლიდერობა ლორენსოს.

ამ უკანასკნელს გზა გაეხსნა მორიგი გამარჯვებისკენ, მაგრამ როსიმ ბრწყინვალე სტილში განვლო რბოლის მეორე ნახევარი და ბოლომდე ანერვიულა თანაგუნდელი, თუმცა ფინიშზე რვა მეასედი წააგო ესპანელთან. ლორენსომ კარიერაში 37-ე გამარჯვება მოიპოვა.

ესპარგარომ საერთო ვერ დაასრულა რბოლა, ისევე, როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მარკ
მარკესმა, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება ტიტულის შენარჩუნების შანსს. "ჰონდას" ლიდერისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე ეტაპი, როცა ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო. მარკესი მხოლოდ ერთი ეტაპის მოგებით იწონებს თავს და უკვე 69 ქულით ჩამორჩება გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს.

კატალონიის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 42.53,208; 2. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +0,885; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +19,455; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +24,925; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +27,782; 6. მავერიკ ვინალესი (ესპ, "სუზუკი") - +29,559; 7. სკოტ რედინგი (ბრიტ, Honda) - +36,424; 8. შტეფან ბრადლი (გერ, Yamaha) - +42,103...

საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 138; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 137; 3. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 94; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 83; 5. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 69; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 68; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 47; 8. მავერიკ ვინალესი (ესპ, "სუზუკი") - 46...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული