ლეონარდო დი კაპრიომ გუნდი შექმნა

AutoSharing Option
ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო სარბოლო გუნდის - Venturi Grand Prix-ის თანადამაარსებელი გახდა.

მსახიობის პარტნიორია ჯიოდო პალანკა პასტორი (კომპანია Venturi Automobiles-ის მფლობელი), "ვენტურა გრანპრი" კი მომავალი სეზონიდან ახალ სარბოლო სერიაში - ფორმულა E-ში გამოვა. ამ სერიაში ერთადგილიანი ელექტროავტომობილებით ირბოლებენ.

"პლანეტის მომავალი დამოკიდებულია ენერგეტიკულად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების შექმნაზე და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი", - განაცხადა დი კაპრიომ.

ფორმულა E-ს განვითარებაში მონაწილეობას იღებენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან - Renault-ი, McLaren-ი, Dallara, Qualcomm-ი, Michelin-ი და Virgin-ი. დი კაპრიოს გუნდი
მეცხრეა, რომელმაც რბოლებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ფორმულა E-ს რბოლებს 10 ქალაქი უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ ეტაპები გაიმართება პეკინში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, ბუენოს აირესში, ბერლინსა და ლონდონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული