ისევ სებასტიანი, ოღონდ ოჟიე

AutoSharing Option
ლეგენდარული სებასტიან ლოების წასვლის შემდეგ კლასიკურ რალის ახალი ლიდერი ჰყავს ფრანგი სებასტიან ოჟიეს სახით. პორტუგალიაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი და ამ ახალგაზრდა ავტომრბოლელმა ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო, რითაც დიდი უპირატესობა მოიპოვა გენერალურ კლასიფიკაციაში.

რა თქმა უნდა, ოჟიეს პროგრესი განაპირობა "ფოლკსვაგენის" მანქანამ - გერმანულ კონცერნს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კლასიკურ რალიში ფანტასტიკური დაბრუნება გამოუვიდა და ჯერჯერობით აშკარად ჯაბნის კონკურენტ "სიტროენს".

პორტუგალიის ეტაპზე "ფოლკსვაგენს" დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბოლო დღეს იარი-მატი ლატვალას მანქანას ტრანსმისიის პრობლემა შეექმნა და მეორე ადგილი მიკო ჰირვონენს გადაულოცა.

პორტუგალიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 4:07.38,7; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +58,2; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +4.04,5; 4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +5.27,7; 5. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, Ford) - +7.43,5; 6. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +9.39,8; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - +15.04,2; 8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – +15.43,6...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 102 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 48; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 43; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 32; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 31; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) – 27; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 25; 8. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, Ford) - 20...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სხვა სებასტიანის დრო დგება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული