"ფლეიბოის" მოდელი ინესა ტუშკანოვა რალიში მიდის

AutoSharing Option
"უკრაინელი მრბოლელი და ტოპ-მოდელი ინესა ტუშკანოვა უახლოეს დროში ისევ გაახარებს რალის მოყვარულებს", - წერს ბრიტანული გაზეთი "სანი".

25 წლის ლამაზმანი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ეტაპში, რომელიც ლატვიაში გაიმართება. ასევე, ინესას ვიხილავთ Arctic Lapland Rally-ში.

მაყურებელს ექნება ბედნიერება, ცოცხლად იხილოს გოგონა ცნობილ ჟურნალ Playboy-ს გარეკანიდან, თუმცა ყველაზე იღბლიანი, რა თქმა უნდა, მისი თანაგუნდელი დანკან მაკნივენი იქნება.

ადრე უკრაინელი რვა წლის განმავლობაში გამოდიოდა მოტორბოლებში, ახლა კი მისი მორიგი მიზანი რალიში ახალი სიმაღლეების დაპყრობაა.

"დიდი იმედები არ მაქვს, რომ ლატვიაში საპრიზო ადგილებზე მოვხვდები.
ამაზე არც კი ვოცნებობ, -
ამბობს ტუშკანოვა. - მაგრამ თავად ამ რალიში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის. ევროპის ჩემპიონატის დონე საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება რალიში ჩემს გეგმებს, ის მხოლოდ ერთი სეზონით არ შემოიფარგლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიკას კონკურენტი შეუყვარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული