საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველმა ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ვარშავაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. მიხეილ მელუასა და მარად სურმანიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (63 კგ) გახდა. ვერცხლის მედლებს დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), ცოტნე ანანიძე (77 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), საბა მამალაძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (125 კგ)
მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. ყველაფერში პირველები უნდა ვიყოთ!
ლაშა
18:06 22-02-2023
0

სიახლეები პოპულარული