პარიზი-2024-მა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პიქტოგრამები წარმოადგინა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა XXXIII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 18 თვით ადრე სპორტის სახეობების პიქტოგრამები წარმოადგინა. ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ახალი დიზაინი, ახალი ელემენტების შერწყმით გახდება ერთგვარი "კულტურული რევოლუცია".

წარმოდგენილია 62 განსხვავებული პიქტოგრამა, მათ შორის ოლიმპიურ და პარალიმპურ სპორტს საერთო ექნება 8 პიქტოგრამა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ტოკიოს 2020 წლის თამაშებისგან განსხვავებით, სადაც წითელი ფერი ჭარბობდა, პარიზში ლურჯი ფერის სიჭარბე იქნება.

პიქტოგრამების შემუშავება შესაძლებელი გახდა ოლიმპიურ მაუწყებელ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლის სურვილიც იყო, რომ სტადიონები სხვაგვარი იერით ყოფილიყო წარმოდგენილი.

ასევე ცნობილია, რომ "სტად
ფრანსეს" სტადიონის ძირითადი ფერი იქნება მეწამული. ასევე მეწამული ფერის იქნება სარბენი ბილიკები. ორგანიზატორთა განცხადებით, პირველად, თითოეული სარბიელი განსხვავებულად იქნება წარმოდგენილი.

პარიზი-2024-ის პრეზიდენტის, ტონი ესტანგეს განცხადებით, "უკვე 15 თებერვალს ოლიმპიური თამაშების პირველი ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა შეძენასაც მილიონობით ადამიანი შეეცდება."

წყარო: საქართველოს ეროვნული კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული