"ქართველებს არ აფასებენ, მერაბ, მაგარი ხარ!" - მაკრეგორი დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

AutoSharing Option
UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკრეგორი მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა ბრაზილიელი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს ზედიზედ 8 გამარჯვებიანი სერია აქვს.

"ქართველი მებრძოლები დაუფასებლები და უცნობები არიან. საქართველოს საოცარი მოჭიდავეები და გრეპლერები ჰყავს! ეს ბიჭი მერაბი კი ძალიან მაგარი მებრძოლია", – წერს მაკრეგორი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ და კონორი, რომ ასეთ საქებ სიტყვებს იტყვის შენს თანამემემულეებზე, ეს ძალიან გასახარი ფაქტია... მიდით, წინ და წინ, მერაბ და ყველა ქართველო რაინდებო უფც-ში, საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად!
ვახო...
17:04 21-08-2022
0
სამივე რაუნდი თავის სასიკეთოდ როგორ დაასრულა? ჩემ თვალში დაასრულა, კი ბატონო, მაგრამ მსაჯი მე არ ვყოფილვარ და 3 მსაჯიდან ორმა 29:28 მისცა მერაბს, რაც იმას ნიშნავს რომ 2:1 მოიგო რაუნდების ჩათვლაში.
odala
13:40 21-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული