კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა ჰამბურგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალქალაქელი მოკრივე 1-ელ სექტემბერს ტურნირის ნახევარფინალში 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორ, 26 წლის კუბელ ლასარო ალვარეს ესტრადას დაუპირისპირდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯებულად კუბელი მოკრივე გამოცხადდა, ერანოსიანი კი ბრინჯაოს დასჯერდა.



შეგახსენებთ, რომ მანამდე ოთარ ერანოსიანმა ჰამბურგში ყაზახ ადილეტ კურმეტოვს სძლია, მერვედფინალში შივა ტაპა (ინდოეთი) არ გამოუცხადდა, მეოთხედფინალში კი უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოთარს მაისურზე რატომ არ ეწერა გვარი და ქვეყნის დასახელება?
დავითი
22:32 02-09-2017
0
ვიც ქვეკანას ასახელებს და ქარტველები ეკვარება....
lika
17:50 02-09-2017
1
სიახლეები პოპულარული