ფრენბურთელი ანა კალანდაძე ,,ჩემპიონთა ლიგის'' ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე "ჩემპიონთა ლიგის'' ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეა. გამოკითხვა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა.

ანას გარდა, საუკეთესოს ტიტულისთვის იზაბელ ჰააკი, ჯორდან ტომპსონი და ვიტა აკიმოვა იბრძოდნენ. ქართველმა ფრენბურთელმა ხმების 41.3% მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ანა კალანდაძე პოლონური "დოლინა ჟეშუვის'' რიგებში ასპარეზობს.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სასიხარულოა,მაგრამ ნაკრებში მხოლოდ ერთმა რა უნდა ქნას?ვიქტორია რევა,მსოფლიოს საუკეთესო ფრენბურთელი იყო,მაგრამ ნაკრები ვერაფერს აღწევდა.ასეა თუ ისე,წარმატებები ანას!
სოსო
23:25 24-02-2023
0
ძალიან კარგი!
გილოცავ ანა, წარმატებები როგორც პირადი ისე გუნდური!
მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს ფრენბურთის ნაკრები გვყავს საერთოდ? დიღომში, ოლიმპიურ სოფელში ფრენბურთის დარბაზი კალათბურთის ფედერაცია გადასცეს...
ლაშა
14:00 22-02-2023
0

სიახლეები პოპულარული