საქართველოს ძალოსნობის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსნობის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ძალოსნებს აეროპორტში ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად საპატრიარქოს ჩოხოსნებმა, ფანკლუბისა და ოჯახის წევრებმა გულთბილი დახვედრა მოუწყეს.

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

ჯამში, ქართველმა ძალოსნებმა 10 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

▶ ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ გოგო ბიჭებს სადმე ქუჩაში რომ შეხვდე,ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევ,ის კუნთებიც კი არ ეტყობათ,არა და ნამდვილი გმირები არიან.ეს გოგო ალბათ თათია ლორთქიფანიძეა,ანგელოზივით გოგო ყოფილა და ამის სურათს გვიმალავდით?
სოსო
13:42 04-04-2018
0
თქვენ გენაცვალეთ!!! მუდამ გამარჯვებით გევლოთ! ყველა ძალოსანი წარმატებით გამოვიდა და მაქსიმუმი გააკეთა, თუნდაც ვინც მედალი ვერ აიღო. მადლობა თქვენ, სპორცმენებო და მწვრთნელებო. მადლობა ძალოსნობის ფედერაციას. მართლაც პროფესიონალები და უძლიერესები ხართ!
შოთა
15:10 03-04-2018
1

სიახლეები პოპულარული