სხვა

ჩოგბურთი

"ციხეში არავინ ვიყავი, მტკივნეული გაკვეთილი მივიღე" - ბორის ბეკერის პირველი ინტერვიუ საპატიმროს დატოვების შემდეგ

AutoSharing Option
ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი ინგლისიდან დეპორტაციის შემდეგ სამშობლოში, გერმანიაში დაბრუნდა და ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"უიმბლდონის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ინგლისის სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდების გამო აპრილის თვეში დააკავა და 8-თვიანი სასჯელის შემდეგ გათავისუფლდა. 55 წლის ვეტერანმა ჩოგბურთელმა საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

"ციხეში არავინ ვიყავი. მჯერა, რომ ჩემს თავში რაღაც ახალი აღმოვაჩინე, ის ძველი ადამიანი, რომელიც ადრე ვიყავი. მძიმე გაკვეთილი მივიღე, ძალიან მტკივნეული, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

დილის 6 საათიდან საკნის კიდეზე ვიჯექი და
ერთი სული მქონდა, საკნის კარი როდის გაიღებოდა" - განაცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა.

ბეკერი ციხეში პატიმრებს აქტიურად ეხმარებოდა, საკუთარ სპორტულ გამოცდილებას უზიარებდა და თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობდა.

ბორისის ვაჟი კვლავ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, თუმცა თავად ლეგენდარულ ჩოგბურთელს ქვეყანაში შესვლა ათწლეულის განმავლობაში აეკრძალა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

altბორის ბეკერი ვალებს ებრძვის და უიმბლდონის სამ თასს ყიდის

altგერმანიის ნაკრებს ბორის ბეკერი უკაპიტნებს

altბორის ბეკერი ბანკროტია