გერმანიის ნაკრებს ბორის ბეკერი უკაპიტნებს

AutoSharing Option
გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის შეფმა ულრიხ კლაუსმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი ბორის ბეკერი წარადგინა. მან გერმანიის მამაკაცთა ჩოგბურთის შეფის თანამდებობა მიიღო.

49 წლის სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება მამაკაცთა ჩოგბურთზე და გახდება გერმანიის ნაკრების კაპიტანი დევისის თასზე. ასეთივე უფლებამოსილება გერმანიის ქალთა ჩოგბურთში ბარბარა რიტნერს ექნება.

ბეკერის დებიუტი ახალ პოსტზე 15 სექტემბერს შედგება, როცა გერმანია დევისის თასზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული