ბორის ბეკერი ვალებს ებრძვის და უიმბლდონის სამ თასს ყიდის

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ბორის ბეკერი უიმბლდონის ტურნირზე მოპოვებული პრიზების გაყიდვას და ამ გზით ერთი მილიონი ფუნტის გამომუშავებას აპირებს, რათა ნაწილობრივ მაინც დაფაროს ვალები, - წერს გაზეთი Daily Mail-ი. ცნობილია, რომ ყოფილი ჩოგბურთელის საერთო ვალი 54 მილიონ ფუნტს შეადგენს.

უფრო ადრე, 49 წლის ბეკერმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა კერძო ბანკის მიმართ დავალიანების გამო. გერმანელი ჩოგბურთელი უკვე არაერთხელ გადააწყდა უძრავი და პირადი ქონების ამოღების ფაქტს. პრიზების გარდა, ბეკერი აპირებს გაყიდოს რამდენიმე ძვირფასი საათი, რაც ასევე დაეხმარება ვალების ნაწილობრივ გასტუმრებაში.

ბორის ბეკერი პროფესიულ დონეზე 1985-96 წლებში გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში, ის სამჯერ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. გარდა ამისა, ორჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ერთხელ - აშშ-ის ღია პირველობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული