ბასილაშვილმა მაკდონალდთან მხოლოდ 1 გეიმი მოიგო და ცინცინატის ტურნირს დაემშვიდობა

AutoSharing Option
დღეს, 15 აგვისტოს გამთენიისას, ამერიკაში ცინცინატის 1000 ქულიანი ტურნირის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:6 1:6 განადგურდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც პირველი (51%) და ვერც მეორე ჩაწოდება (69%) მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ვერ შეძლო, ამას დამატებული 8 ორმაგი შეცდომა და ჩვენებურისთვის ამერიკული ვოიაჟი წარუმატებლად დაიწყო.

მაკენზი შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ხვალ, 16 აგვისტოს კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგ კაცი ჩოგბურთით შოულობს თავისი ცხოვრებისთვის სარჩოს.პროფესიონალია და სანამ იშოვის სამყოფს ითამაშებს,ჩვენ კი მთელი ქვეყნის სახელით შედეგებს ვთხოვთ და არაფერს არ ვუხდით.რაგბი,ფეხბურთი,ჭიდაობა ქვეყნისგან ფულს იღებს და ამიტომ ნუ გავაიგივებთ მასთან.ვაცალოთ თუ გაგვახარებს ხო კაი თუ არა და მაგის შედეგებზე მოთამაშე ტოტოს ხალხს ნუ დავემგვანებით
თამაზი
05:11 16-08-2022
1
ყოჩაღ ნიკოლოზ, როგორ მოახერხე))) არა უშავს. ეხლა შენებურად დაისვენე, სელფები, პლაჟები, შეყვარებულები და მალე ათეულშიც შეხვალ))))))
საამურია ცხოვრება
14:37 15-08-2022
4

სიახლეები პოპულარული