როჯერ ფედერერი ჯილდოებს კორტს მიღმაც იგებს

AutoSharing Option
როჯერ ფედერერმა თავის კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო შემატა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი 2017 წლის ყველაზე ელეგანტურ მამაკაცად დასახელდა.

გამოკითხვა ამერიკული ჟურნალის, GQ Magazine-ის საიტზე მიმდინარეობდა.

ფედერერმა უკან ისეთი ადამიანები ჩამოიტოვა, როგორებიც ბარაკ ობამა, ჰარი სტაილსი, დევიდ ბექემი, ზაინ მალიკი, ტომ ჰიდლსტოუნი და სხვები არიან.

აღსანიშნავია, რომ როჯერმა წლის ბოლომდე შესაძლოა კიდევ ერთი ჯილდო მიიღოს. იგი შვეიცარიის "წლის ყველაზე ელეგანტური მამაკაცის'' გამოკითხვაშიც დამაჯერებლად ლიდერობს.

მომზადებულია tennisworld-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული