ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ერთი საფეხურით დაქვეითდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მას 794 ქულა აქვს და 63-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი აშშ-ის ღიას პირველივე წრიდან გამოეთიშა, როცა ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან დამარცხდა.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ სერიოზული ცვლილებები მოხდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა როჯერ ფედერერი, რომელმაც ენდი მარეის გაუსწრო. ერთი ადგილი დაკარგა და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მეოთხედან მერვე ადგილზე აღმოჩნდა შარშანდელი, შვეიცარიელი სტენ ვავრინკა.

ტოპ-ათეულში შევიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი პაბლო კარენიო ბუსტა.
მან მე-19 ადგილიდან მეათემდე გადაინაცვლა. ორ-ორი პოზიცია მოიგეს და მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ხორვატი მარინ ჩილიჩი.

ATP-ის რეიტინგის ახალი TOP10 ასე გამოიყურება:
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) - 9 645
2(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 7 505
3(2). ენდი მარეი (ბრიტ) - 6 790
4(6). ალესანდრ ზვერევი (გერ) - 4 470
5(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 4 155
6(5). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 4 125
7(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 030
8(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 3 690
9(9). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) - 3 575
10(19). კარენიო ბუსტა (ესპ) - 2 855

* * *
განახლდა WTA-ის რეიტინგიც. ქალ ჩოგბურთელთა კლასიფიკაციას ახალი ლიდერი ჰყავს ესპანელი გარბინ მუგურუსას სახით, რომელმაც ამერიკის ღია პირველობაზე მერვედფინალამდე მიაღწია და იქ დამარცხდა ჩეხ პეტრა კვიტოვასთან. რეიტინგის წინა ლიდერი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა.

WTA-ის რეიტინგის ახალი TOP10 ასე გამოიყურება:
1(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 6 030
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 965
3(4). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 5 640
4(1). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 520
5(9). ვინუს უილიამსი (აშშ) - 4 756
6(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 4 640
7(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 520
8(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 410
9(10). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 3 770
10(12). ელენა ოსტაპენკო (ლატ) - 3 502

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული