აშშ-ის ღია: ფინალი ბრძოლის გარეშე

AutoSharing Option
დასრულდა აშშ-ის ღია პირველობა ქალებს შორის. ფინალში ორი ამერიკელი - მსოფლიოს მე-15 ჩოგანი მედისონ კისი და განუთესავი სლოუნ სტივენსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ გამოვიდა. პირველ სეტში ორ-ორი ბრეიკის გაცვლის შემდეგ, სტივენსმა პირველი ბრეიკი შეასრულა მატჩში და 3:2 დაწინაურდა. ხოლო 4:3-დან მოყოლებული, ზედიზედ რვა გეიმი მოიგო და საათსა და სამ წუთში მოამთავრა საქმე - 6:3, 6:0. სტივენსს 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, კისმა - სამიდან სამი ასეთი შანსი გაანიავა.

ორივე ჩოგბურთელისთვის ეს იყო პირველი ფინალი "დიდ სლემის" ტურნირებზე. სტივენსი მეხუთე განუთესავი ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული